პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა              
სახელი და გვარი
ინგლისური ენა     ქეთევან გოგალაძე
გეოგრაფია             ქეთევან გელაშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქ. ხაშურის # 2 საჯარო სკოლა
ქალაქი
ხაშური
თემის დასახელება
ჩვენი მისამართია ევროპა
თემის შინაარსი
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეძლებენ ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, სიღრმისეულად გაიაზრებენ ევროპულ ღირებულებებს და ევროპული ოჯახის წევრობის მნიშვნელობას, მოახდენენ მის პოპულარიზაციას  სკოლაში და სკოლის ფარგლებს გარეთ. დაგეგმავენ და განახორციელებენ საინფორმაციო კამპანიას, რათა უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს ცნობილი ევროკავშირის შექმნის ისტორია;ევროკავშირის ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა;ევროკავშირის წევრი ქვეყნები;მისი როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში; მოსწავლეები გაეცნობიან ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს ევროკავშირის მნიშვნელობას საქართველოსთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლები შექმნიან საგანმანათლებლო ბლოგს და განათავსებენ პროექტის მასალებს. გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის და გეოგრაფიის  ცოდნას.
ინტეგრირებული საგანები
ინგლისური - გეოგრაფია
კლასები
მე- 7, მე-9, მე- 11.
განხორციელების დრო
2019/25/03 --- 2019/9/04
2 კვირა
გამოყენებული ინტერნეტ რესურსები
პროექტის თანმიმდევრობა:
v  პროექტის მიზნების გაცნობა და მოლოდინების განსაზღვრა;

v  გონებრივი იერიში ,, რა არის ჩემთვის ევროპა?“ მოსწავლეები დაწერენ  ფერად ფურცლებზე და განიხილავენ ერთობლივად;

v  მასწავლებელის მინი ლექცია უკეთ  გაეცნონ ევროკავშირის დროშას, მოუსმინონ ევროკავშირის ჰიმნს, მის დაბადების დღის თარიღს და ფულის ერთეულს ევროს; (სიმბოლიკები)
v  ფილმის ჩვენება ,,მოგზაურობა ევროპაში“ მსჯელობა ფილმში წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რა იყო ახალი, რა გაიგეს, რამ დააინტერესათ. ასევე მოსწავლეებმა იმსჯელონ ვიზალიბერალიზაციის შესახებ, და მისი დადებიტი ეფექტი საქართველოზე. https://www.youtube.com/watch?v=2UUVSUSXOm0

v  საშინაო დავალება: მოიძიონ მეტი ინფორმაცია გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით და ასევე ინტერნეტ რესურსების გამოყენებით ევროკავშირის შესახებ;

v  საქართველო და ევროპის ისტორიული ფაქტების მიმოხილვა,ევროკავშირში შემავალი ქვეყნების გაცნობა, რუკაზე მუშაობა;

v  ხელნაკეთი დროშების დამზადება,როგორც ევროკავშირის ასევე მასში შემავალი ქვეყნების. (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  6 მოსწავლე მე-7 კლასიდან სამი,მე-9 კლასიდან ორი,მე-11 კლასიდან ერთი მოსწავლე)

v  ნატო ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე საინტერესო ინფორმაციების მოძიება გაცნობა ევროკავშირის შესახებ. მუდმივად ადევნონ საიტს თვალი და გაეცნონ სიახლეებს. http://infocenter.gov.ge/

v  მითები ევროკავშირზე განხილვა, დისკუსია (საერთო საკლასო აქტივობა სამივე კალსში). http://netgazeti.ge/news/30960/?fbclid=IwAR3urJyUerVOf3mGgP6tclnExWV1c7WIXWcTaWPdAD846Vk2qMqiuYoK4rA

v  ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის მოძიება ნატო ევროკავშირის საინფორმაციო ვებპორტალზე, მისი დეტალური გაცნობა და ერთობლივი განხილვა;

v  PPP აწყობა ქართულ და ინგლისურ ენებზე (პრეზენტაციები) სსსმ მოსწავლეების ჩართულობა.

v  სსსმ მოსწავლის პრეზენტაცია ( ვიდეო ჩანაწერის გაკეთება,რათა ამ ფორმატში წარვუდგინოთ შემდეგ საზოგადოებას.)

v  ორენოვანი საინფორმაციო ბროშურების და ორენოვანი კედლის გაზეთის დამზადება, დაბეჭდვა ფერად ქაღალდებზე და გავრცელება სკოლაში და სკოლის ფარგლებს გარეთ.

v  ბლოგის შექმნა და მასალების განთავსება https://ouraddressiseurope.blogspot.com/

v  ,,ტრიარამა“ს დამზადება ზეპირი პრეზენტაციისთვის, როგორც ვიზუალური დამხმარე საშუალება.

v  სკოლის დერეფანში საინფორმაციო კუთხის მოწყობა.

v  საინფორმაციო შეხვედრები საკუთარი სკოლის მოსწავლეებთან და მათი ინგლისურის მასწავლებლებთან მე-8, მე-9 ა, მე-10, მე-12 კლასებთან, ინტერაქციული პრეზენტაციები. მასწავლებლებლების ჩართვა,რათა გაუზიარონ მოსწავლეებს ევროპაში სწავლის გამოცდილება გაცვლითი პროგრამის მეშვეობით,ხოლო მეორე პედაგოგმა გააცნოს ევროპაში მოგზაურობის საკუთარი შთაბეჭდილებები.

v  გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ხაშურის # 3 საჯარო სკოლის მე-7 კალასის მოსწავლეებთან და მათ ინგლისურის მასწავლებელთან. (პრეზენტაციის ბოლოს აქტიური მსმენელები, რომლებმაც უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს სწორად დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით). შეხვედრებს გაუძღვება მე -11 კლასის მოსწვლეები.

v  გასვლითი შეხვედრა სსიპ ლესია უკრაინკას სახელობის ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის # 3 საჯარო სკოლის მე-7  და მე-8 კალასის მოსწავლეებთან და მათ ინგლისურის მასწავლებლებთან. (პრეზენტაციის ბოლოს აქტიური მსმენელები, რომლებმაც უპასუხეს მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს სწორად დასაჩუქრდებიან ფასიანი საჩუქრებით). შეხვედრებს გაუძღვებიან მე -11 კლასის მოსწავლეები.

v  პროექტის შეჯამება და დახურვა (მოსწავლეები გაანალიზებენ პროექტის ღირებულებას, რა მისცა აღნიშნულმა აქტივობებმა მათ და როგორ გამოადგებათ პროექტის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებთან ურთიერთობაში და როგორ დანერგავენ ევროპულ ღირებულებებს ცხოვრებაში. სამივე კლასის მოსწავლეებმა დასახონ  სამომავლო გეგმები,როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი განვითარება ევროკავშირის დახმარებით.



No comments:

Post a Comment

სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის # 2 საჯარო სკოლა

    მოგესალმებით სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის  # 2 საჯარო სკოლის ბლოგზე,რომელიც შეიქმნა პროექტის ფარგლებში,,მასწავლებელი მეგზ...